"ივანიშვილის მაცოცხლებელთა ქსელი" - ვის სანქცირებას ითხოვს აშშ-ის კონგრესი

"ივანიშვილის მაცოცხლებელთა ქსელი" - ვის სანქცირებას ითხოვს აშშ-ის კონგრესი

ივანიშვილის გარემოცვის სია მომავალ სახელმწიფო მდივანთანაა. ცნობილია, რომ მარკო რუბიოს ნუსხა კონგრესიდან გაუგზავნეს. იმ პირთა ერთობლიობას, რომელიც რუბიოს მიუვიდა, ივანიშვილის "მაცოცხლებელთა" ქსელი ეწოდა. ამ ეტაპზე ლაპარაკია 25 ადამიანზე. აქ შედიან ივანიშვილის ოჯახის წევრები, მასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესმენები, მისი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის დე-ფაქტო პრემიერად მოხსენიებული კობახიძე, კალაძე და რიჟვაძე. ასევე პროპაგანდისტული არხები მფლობელები, რეჟიმის იდეოლოგებად წოდებული პირები და მოსამართლეები. ახლა მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რა გავლენას მოახდენს ივანიშვილის რეჟიმზე ამ სიის გამოქვეყნება. რუბიოსადმი გაგზავნილ წერილში წერია, რომ აუცილებელია აღიარებულ იქნეს, რომ მის ძალაუფლებას ამყარებს სწორედ ეს "მაცოცხლებელთა" ქსელი.