2024 წლის 21 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 21 მოსამართლე, რომლებიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდნენ. ინფორმაციას სასამართლოს გუშაგი ავრცელებს.
21-ვე მათგანის დანიშვნას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა სია:
1. ეკატერინე ბებია - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
2. გიორგი გელაშვილი -თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე
3. სალომე გველესიანი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
4. ალექსანდრე გზირიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
5. ეკატერინე ელიაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
6. ნინო ენუქიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
7. გიორგი თუნაური - ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
8. თეა კალანდაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
9. თორნიკე კაპანაძე - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
10. ლიანა კაჟაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
11. დავით მაკარაძე - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
12. თამარ მჭედლიშვილი- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
13. ეკატერინე ობოლაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
14. სალომე სამხარაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
15. რომეო ტყეშელაშვილი- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
16. ფოლადიშვილი ლიეილა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე -
17. ლევან ყოლბაია - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
18. ნანა შამათავა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
19. ირაკლი ჩიკაშუა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
20. მაია ჯავახიშვილი - ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე -
21. უჩა თოდუა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე.
ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, გაამწესოს თუ არა თითოეული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ.