ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოში ბოლო დროს გახშირებულ თავდასხმებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შექმნილი ვითარება სიძულვილის ენის დამსახურებაა, რომელიც მისივე თქმით, განსაკუთრებით მმართველი პარტიიდან მოდის. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.
ევროპარლამენტარი ამ წუთებში საგარეჯოში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა, სადაც ენმ-ის წევრებს ქართული ოცნების მხარდამჭერები თავს დაესხნენ და აღნიშნა, რომ "ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსში ხდება".
"ნაჩვენებია ის, რასაც პრინციპში ჩვენ განვიხილავთ როგორც ევროპარლამენტში, ასევე რაც გაჟღერდა ევროკომისიის მიერ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში, სწორედ იმ საკითხებზე, რაც ეხებოდა პოლარიზაციას. პოლარიზაციას პოლიტიკურ სისტემაში, სიძულვილის ენას, განსაკუთრებით მმართველი პარტიის მხრიდან, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში ამჟამინდელ სიტუაციაზე და ეს არის შედეგი ამგვარი ვითარებისა. ეს არ არის კარგი, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, როცა საქმე ეხება ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმას, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსში ვხედავთ დიქტატურის ქვეშ ამგვარ ქცევებს", - თქვა ევროპარლამენტარმა. [სინქრონული თარგმანი]
რასა იუკნევიჩიენეს თქმით, გახშირებული ძალადობები ეწინააღმდეგება საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრი. მისივე თქმით, 12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში პოლარიზაციის გარდა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაც მნიშვნელოვანია, რათა სწორად შეფასდეს ამგვარი თავდასხმები და მოვლენები კარგად გამოიძიონ.
"მე უკვე გავაჟღერე ჩემი აზრი, ბევრი არაფრის დამატება შემიძლია, გარდა იმისა, რომ ეს სიტუაცია არის ერთგვარი დაავადება ქვეყნისათვის. სიძულვილი, განსაკუთრებით მმართველი პარტიაა ამაზე პასუხისმგებელი, რომ დაარეგულიროს სიძულვილი, პოლარიზაციის დონე ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს ქართული ოცნების ლიდერები, მაგალითად კობახიძე რას აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლების შესახებ, ელჩების შესახებ და ასევე სხვა ადამიანებზეც, რომლებიც მოითხოვენ 12 პუნქტიანი გეგმის განხორციელებას საქართველოსგან, რათა ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. ყველა კადრი, რასაც ახლა ვხედავ თქვენს ტელეარხზე, ეწინააღმდეგება საქართველოს მისწრაფებას იქცეს ევროკავშირის წევრად. დაველოდებით ჩვენს ოფიციალურ წარმომადგენლებს, რომ გააკეთონ თავიანთი შეფასება და ასევე, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაც არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რომელიც ასევე ეხება 12 პუნქტიანი გეგმის განხორციელებას. ამგვარი თავდასხმები, მოვლენები, შეფასდება შესაბამისად, იმის მიხედვით, როგორ იქნება გამოძიებული, ესეც პრობლემის ნაწილია და როგორ დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც თავს ესხმიან და ჩართულნი არიან ძალადობაში", - აცხადებს ევროპარლამენტარი.