იტალიის პრემიერი: უკრაინის მხარდაჭერის გარეშე მშვიდობა არ გვექნებოდა

იტალიის პრემიერი: უკრაინის მხარდაჭერის გარეშე მშვიდობა არ გვექნებოდა

იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ძალთა ბალანსის მიღწევას უწყობს ხელს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ასე უპასუხა მან განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა ესკალაციას ხელშემწყობია. მელონმა აღნიშნა, რომ ძალთა ბალანსის მიღწევა რუსეთთან კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის ერთადერთი წინაპირობაა.

"მათგან განსხვავებით, ვინც ამბობს, რომ იარაღი არ უნდა გავგზავნოთ უკრაინაში, რადგან ეს კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს, მე ვფიქრობ, რომ პირიქითაა. მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლის ან [კონფლიქტის] დიპლომატიური გადაწყვეტის ერთადერთი შესაძლებლობა ძალების შორის ველზე ბალანსის შენარჩუნებაა", - აღნიშნა მელონიმ.

მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერის ნაკლებობა კონფლიქტს იტალიის საზღვრებთან დააახლოებს.

ჩვენ რომ მივყოლოდით მათ რჩევებს, ვინც ამბობს, რომ უკრაინას მხარი არ უნდა დავუჭიროთ, არ გვექნებოდა მშვიდობა, არამედ შემოჭრა - ომი სახლთან უფრო ახლოს", - განაცხადა იტალიის პრემიერმა.