იტალიამ და კანადამ უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
"ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმაში, რისიც მე ყოველთვის მჯეროდა, რომ მისი ხალხის სამართლიანი უფლებაა, საკუთარი თავი დაიცვას.
ეს ასევე აუცილებლად ნიშნავს სამხედრო მხარდაჭერას, რადგან აურიო სიტყვა მშვიდობა და დანებება, როგორც ამას ზოგიერთები აკეთებენ, ფარისევლური მიდგომაა, რომელსაც ჩვენ არასდროს გავიზიარებთ", - განაცხადა იტალიის პრემიერმა, ჯორჯია მელონიმ.
კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ორი წლის შემდეგაც, ოტავას მხარდაჭერა კიევისადმი ურყევი რჩება.
მანამდე, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება დანიასთან, ბრიტანეთთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან გააფორმა.
გუშინ, რუსეთის შეჭრიდან ორი წლის თავზე ევროპელი ლიდერები უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ. კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერმინისტრები იმყოფებოდნენ.