ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს, ჰამასის მიერ მოკლული 1 033 ადამიანიდან 765 მოქალაქის იდენტიფიცირება უკვე მოხდა. იდენტიფიცირებული ადამიანებიდან 668 მოქალაქის ცხედარი ოჯახებს გადასცეს.
"765 მსხვერპლი ბრძოლაში მოკლული იმ სამოქალაქო პირების 74%-ს წარმოადგენს, რომელთა ცხედრებიც იდენტიფიცირებისთვის მოიტანეს. ათასობით პოლიციელი 24/7-ზე მუშაობდა, რათა ამ ადამიანების იდენტიფიცირება მომხდარიყო. ზოგიერთი ცხედარი დაზიანებული ან დამწვარი იყო, რაც მათ ამოცნობას ძალიან რთულს ხდიდა. ასევე მოკლულია 300-მდე სამხედრო და თავდაცვის ძალებმა მათი იდენტიფიცირებაც მოახდინეს", - წერია პოლიციის განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ დაღუპულთა რიცხვი 1 400-ს აღწევს, თუმცა არ გამორიცხა რომ ეს რიცხვი ისევ გაიზარდოს.