Times of Israel-ის ინფორმაციით, ბერშებას ცენტრალურ ავტოსადგურზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 დაშავდა.
გამოცემის ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, თავდამსხმელი განეიტრალებულია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.