ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისინი ვერტმფრენებით ლიბანის ტერიტორიაზე დარტყმებს ახორციელებენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მანამდე ქვეყნის თავდაცვის ჯარმა აღნიშნა, რომ ხსენებულ რაიონზე იერიშის მისატანად სამხედრო ვერტმფრენებს გამოიყენებს. სოციალურ ქსელში თავდასხმის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა.
იერიშის მიტანის შესახებ გადაწყვეტილება ცახალმა მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე, ლიბანის საზღვართან ახლოს შეიარაღებული ჯგუფის ლიკვიდაცია მოხდა. მანამდე ეს ჯგუფი ისრაელში შეიჭრა.
Times of Israel-ი წერს, რომ იერიში მიიტანეს ჰეზბოლას სათვალთვალო პუნქტზე.