ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ობიექტები გაანადგურა

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ობიექტები გაანადგურა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხრეთ ლიბანში საზღვარზე ბოლოდროინდელი სარაკეტო თავდასხმების საპასუხოდ, რეაქტიული თვითმფრინავებით ჰეზბოლას ობიექტებზე იერიში მიიტანეს.

IDF-ის ცნობით, იერიშის შედეგად განადგურდა ჰეზბოლას დანაყოფი, რომელიც ბირანიტის სამხედრო ბანაკის ახლოს თავდასხმას გეგმავდა.

ასევე განადგურდა ის ობიექტები, სადაც "ტექნოლოგიური აქტივები" ინახებოდა.