ისრაელმა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა

ისრაელმა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა

დღეს დილით ისრაელმა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ IDF ადასტურებს.

ცნობილია, რომ თავდასხმა ქალაქ კერმანშაჰში არსებულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა.

მანამდე, ერთ-ერთი ირანული გამოცემის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში თეირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიდ სამხედრო კომპლექს პარჩინზეც მიიტანეს.

გარდა ამისა, დღეს რაკეტები ისრაელის მიმართულებით გაუშვა თეირანმაც, რომელიც ისრაელის საჰაერო თავდაცვამ წარმატებით გაანადგურა.