ისრაელის მთავრობის ცნობით, ღაზის სექტორში 137 მძევალი რჩება. ამის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა, ეილონ ლევიმ განაცხადა.
მისი თქმით, მათგან 115 კაცია, 20 ქალი, 2 კი ბავშვი. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ 110 მძევალი უკვე თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდა.
დროებითი სამშვიდობო ხელშეკრულება დაპირისპირებულ მხარეებს შორის 23 ნოემბერს ამოქმედდა. რამდენიმე დღით ადრე, ეგვიპტე და კატარი ცდილობდნენ სამშვიდობო პაუზის ორი დღით გახანგრძლივებას, რათა მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების პროცესის გაგრძელება შესაძლებელი ყოფილიყო.
დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გასროლით, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა სამშვიდობო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაუზა დაარღვია.