ისრაელის განცხადებით, ღაზაში ჰამასის სამეთაურო ცენტრს დაარტყეს, რომელიც სკოლაში იყო განთავსებული.
ღაზის ხელისუფლება, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, კი აცხადებს, რომ დარტყმის შედეგად 100-მდე პალესტინელი დაიღუპა და ათობით დაშავდა. მათი თქმით, სკოლას იძულებით გადაადგილებული ადამიანები აფარებდნენ თავს.
ისრაელის სამხედროების ინფორმაციით, საჰაერო დარტყმა განახორციელეს სამეთაურო ცენტრზე, რომელსაც ჰამასის მებრძოლები აფარებდნენ თავს. მათივე განცხადებით, სამოქალაქო მოსახლეობისთვის რისკების შესამცირებლად ზომები მიიღეს, "მათ შორის ზუსტი საბრძოლო მასალის, საჰაერო დაკვირვებისა და დაზვერვის ინფორმაციის გამოყენებით".
ღაზაში მსხვერპლის შესახებ კომენტარი მათ დაუყოვნებლივ არ გაუკეთებიათ,
ჰამასი ისრაელის საჰაერო დარტყმას დანაშაულსა და სერიოზულ ესკალაციას უწოდებს. ისრაელი კი აცხადებს, რომ ჰამასი ღაზას მოსახლეობას შორის იმალება და სკოლებიდან, საავადმყოფოებიდან და გარკვეული ჰუმანიტარული ადგილებიდან მოქმედებს, რასაც ჰამასი უარყოფს.
ეგვიპტე, აშშ და კატარი ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ახალ რაუნდს გეგმავენ. ამავე დროს, არსებობს საშიშროება, რომ კონფლიქტი გაფართოვდება და მასში ირანი და ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლა ღიად ჩაერთვებიან.
ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დელეგაცია 15 აგვისტოს გაემგზავრება.