ირანი, ჰეზბოლა და ჰამასი ერთ ღერძს წარმოადგენენ. ეს არის ბოროტების ღერძი. ყველაფერი ძირითადად ირანიდან იმართება. ნებართვას ირანი გასცემს, თანხით ირანი ამარაგებს, იდეებიც ირანში ყალიბდება. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, გასცეს თუ არა მათ ნებართვა. ეს ირანული იდეაა.
განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.