ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის ტყვეობიდან 4 მძევალი გაათავისუფლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის ტყვეობიდან 4 მძევალი გაათავისუფლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზას ცენტრში განხორციელებული ოპერაციის დროს ჰამასის ტყვეობიდან 4 მძევალი გაათავისუფლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 7 ოქტომბერს, ნოვას მუსიკალური ფესტივალის დროს გატაცებული 4 მძევლის, ნოა არგამანის, ალმოგ მეირ იანის, ანდრეი კოზლოვისა და შლომი ზივის, ცოცხლად გადარჩენა ღაზის სექტორის ცენტრში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად მოხერხდა.

წინასწარი სამედიცინო შეფასებით, გადარჩენილი მძევლების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი შემდგომი გამოკვლევებისთვის თელ-ჰაშომერის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჰამასმა 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმების დროს 250-მდე მძევალი აიყვანა. თითქმის ნახევარი ნოემბერში გაათავისუფლეს, თუმცა 130-ზე მეტი ადამიანი ტყვეობაში დარჩა, რომელთაგანაც დაახლოებით მეოთხედი დაიღუპა.