
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი აცხადებს, რომ ირანს ისრაელის განადგურების "სტრატეგიული გეგმა" აქვს.
ამის შესახებ წერილი მან გაეროს უშიშროების საბჭოს გაუგზავნა და ასევე ამბობს, რომ ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას თავი.
"ირანს ისრაელის განადგურების სტრატეგიული გეგმა აქვს. ისრაელს არ და ვერ დაუშვებს განადგურების საფრთხის არსებობას!" - წერს საარი.
მისი თქმით, ისრაელის იერიშები "ირანის ბირთვული იარაღის პროგრამაში კრიტიკული განვითარების შემდეგ" დაიწყო და ასევე მიზნად ისახავდა ირანის დამატებითი სარაკეტო და მარიონეტული თავდასხმების გარდაუვალი საფრთხის თავიდან აცილებას.