The Times Of Israel ისრაელის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქ ბინიამინას მახლობლად ჰეზბოლას იერიშს 4 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 7 მძიმედ არის დაჭრილი.
გავრცელებული ინფორმაციით, სამიზნე გოლანის ბრიგადის სამხედრო საწვრთნელი ბაზა იყო. დარტყმის შედეგად ობიექტის სასადილო დაზიანდა.
მედიის ცნობით, დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი.