ისრაელის ინფორმაციით, კესარიაში ნეთანიაჰუს სახლის მიმართულებით დრონი "იქნა გაშვებული"

ისრაელის ინფორმაციით, კესარიაში ნეთანიაჰუს სახლის მიმართულებით დრონი "იქნა გაშვებული"

ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისის განცხადებით, ქალაქ კესარიაში ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლის მიმართულებით დრონი იყო გაშვებული.

"პრემიერმინისტრი და მისი ცოლი ადგილზე არ იმყოფებოდნენ და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ შაბათს გამთენიისას ლიბანიდან ისრაელში სამი დრონი იქნა გაშვებული, ერთ-ერთი კი კესარიაში შენობას მოხვდა.

ისრაელის ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია იყო თუ არა აღნიშნული შენობა პრემიერმინისტრის რეზიდენციის ნაწილი ან რა მასშტაბის დაზიანებაზეა საუბარი.

ნეთანიაჰუ ორი კერძო სახლით სარგებლობს კესარიაში და იერუსალიმში, ამასთან გარკვეულ დროს ატარებს ბეიტ აგიონში - პრემიერმინისტრის ოფიციალური რეზიდენცია იერუსალიმში.