ისრაელის ელჩი: როცა ოჯახები სიმხათ თორას უნდა აღნიშნავდნენ, თავშესაფარში უწევთ გაქცევა

მასიური სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე, რომელიც ამ დილით ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" განახორციელა. შაბათს დილით, როდესაც ოჯახები იკრიბებიან, სიმხათ თორას აღნიშნავენ, და როდესაც უბრალოდ, ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, მათ თავშესაფარში გაქცევა უწევთ.

წერს ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში. დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა ისროლეს.