ისრაელის არმია ღაზის სამხრეთით სახმელეთო ოპერაციას აფართოებს

ისრაელის არმია ღაზის სამხრეთით სახმელეთო ოპერაციას აფართოებს

ისრაელის არმია ღაზის სამხრეთით სახმელეთო ოპერაციას აფართოებს.

თავდაცვის ძალების ცნობით, ჰამასის ინფრასტრუქტურისა და მებრძოლების გასანადგურებლად შეტევას ხან-იუნისში იწყებენ. დაჯგუფების წევრები სამხედროებმა ქალაქის რამდენიმე უბანში შენიშნეს.

ამასთან, გაეროს ცნობით ღაზის ცენტრალური ნაწილი 150 000-მდე პალესტინელმა დატოვა. იქ ისრაელის არმია რეიდებს დევნილთა სამ ბანაკში ატარებს. ცეცხლი მოჰყვა გაეროს სააგენტოს დახმარების კოლონას, რომელიც ჩრდილოეთ ღაზიდან ბრუნდებოდა. შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 1 მანქანა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.