ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას აფართოებს

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას აფართოებს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას აფართოებენ.

"ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციებს აფართოებს", - ამბობს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი.

ჰაგარის თქმით, ისრაელელმა სამხედროებმა ტერორისტების შტაბ-ბინაზე თავდასხმები განახორციელეს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ არმია უკვე აკონტროლებს ჰამასის გვირაბებს, სადაც დაჯგუფების მეთაურები იმყოფებიან.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.