
ირანის მხრიდან განხორციელებულმა მასიურმა სარაკეტო დარტყმებმა ისრაელში სულ მცირე ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ორი ქალი და ორი მამაკაცი. დაღუპულთა რიცხვი პარასკევიდან მოყოლებული სულ მცირე 19-მდე გაიზარდა. დაშავდა 87 ადამიანი, მათგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია.
ისრაელის ჯარის ცნობით, ირანის მიერ გასროლილმა რაკეტებმა ცენტრალურ ისრაელში მდებარე საცხოვრებელ შენობებსა და ავტომობილებს პირდაპირი ზიანი მიაყენა. თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა თელავივსა და ჰაიფაში.
ირანში — ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარასკევიდან დაწყებული ისრაელის ავიაიერიშების შედეგად 224 ადამიანი დაიღუპა, რომელთა 90% მშვიდობიანი მოქალაქეა.