Reuters-ის ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე უსაფრთხო ადგილას, გაძლიერებული დაცვით გადაიყვანეს.
წყაროთა ინფორმაციით, ირანს მუდმივი კონტაქტი ჰქონდა რეგიონულ მოკავშირეებთან, მათ შორის ჰეზბოლასთან, რათა ისრაელის მიერ ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ მომდევნო ნაბიჯები განესაზღვრათ.
პარასკევს ისრაელმა სარაკეტო იერიში განახორციელა ბეირუთში ჰეზბოლას ცენტრალურ შტაბზე, რასაც მათი ერთ-ერთი ლიდერის, ჰასან ნასრალას სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფრომაცია ისრაელის არმიამ დაადასტურა.
ამასთან, გავრცელებული ინფრომაციით, ნასრალა ჰეზბოლას სხვა მეთაურებთან ერთად მოკვდა.