ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური დაინიშნა, რადგან მონაწილე ოთხი კანდიდატიდან ვერცერთმა ხმების 50% ვერ მოიპოვა.
არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმის მფლობელი რეფორმისტი ლიდერი, ყოფილი დეპუტატი, მასუდ პეზეშკიანი გახდა. მან ხმების 42,5% მიიღო. მეორე ადგილოსანმა კანდიდატმა, საიდ ჯალილმა კი ხმების 38,6% მოიპოვა. მეორე ტურში ერთმანეთს სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან.
გუშინდელ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. როგორც ცნობილია, 60 მილიონი უფლებამოსილი ამომრჩევლიდან ხმა მხოლოდ 24 მილიონმა მისცა.
არჩევნების მეორე ტური მომავალ კვირას, 5 ივლისს გაიმართება.
ვადამდელი არჩევნები პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ დაინიშნა.