ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ერთმანეთს ანტალიის ფორუმის ფარგლებში შეხვდნენ.

როგორც კობახიძის პრესსამსახური წერს, მხარეებმა "საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს".

"შეხვედრისას ასევე განვიხილეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები", -წერს პრესსამსახური.