იოზვიაკი: ვფიქრობ, საქართველო სტატუსს მიიღებს, ოღონდ გარკვეული პირობებით

გერმანია, ესტონეთი, ლიეტუვა - დახურულ კარს მიღმა [ბრიუსელში] შეხვედრაზე, საქართველოს მთავრობას ეს სახელმწიფოები აკრიტიკებდნენ. მიზეზი არასაკმარისი რეფორმებია და ასევე, რუსეთთან ფრენების აღდგენა. ლიეტუვამ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხარდაჭერას, მაგრამ მთავრობა ამის ხელშესაწყობად ნაბიჯებს არ დგამს. თუმცა ვფიქრობ, ქვეყანა [საქართველო] ბოლოს სტატუსს მაინც მიიღებს, ოღონდ გარკვეული პირობებით.

განაცხადა რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა, რიკარდ იოზვიაკმა.