რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის თანახმად, ევროკავშირის ლიდერები უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს მხარს დაუჭერენ, თუმცა პროცესი ამ წელს არ დაიწყება.
ფორმულას ეთერში მან თქვა, რომ ლიდერებმა, შესაძლოა, ვიქტორ ორბანი დაითანხმონ.
"სიგნალები მივიღე, რომ პოზიტიური გარემოა, რაც ნიშნავს, რომ ორბანთან, შესაძლოა, შეთანხმება იქნას მიღწეული უკრაინასთან დაკავშირებით... ისინი დასკვნით ნაწილზე იტყვიან, რომ დიახ, ვხსნით გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, მაგრამ გაფართოების შესახებ მოლაპარაკება არ გაიხსნება ამ წელს, გაიხსნება მარტში ან უფრო მოგვიანებით, 2024 წელს იქნება, მაგრამ ეს არ მოხდება 2023 წელს", - თქვა მან.
ბრიუსელში სამიტი დღეს დაიწყო. ამ სამიტზე გადაწყდება, მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს საქართველო.