რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ წინასწარი ვარაუდით, ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.
რაც შეეხება უკრაინა-მოლდოვას, როგორც იოზვიაკი Twitter-ზე წერს, ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინა-მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
"ევროკომისია მაისში გამოაქვეყნებს განახლებას უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსის შესახებ. გაფართოების საბოლოო მოხსენება მოსალოდნელია ოქტომბერში, ასე რომ დარჩენილია 6 თვე, მაგრამ წინასწარი სამუშაო ვარაუდი ასეთია: რეკომენდაცია რომ დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე, კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის", - წერს იოზვიაკი Twitter-ზე.
European Commission set to come with update on EU accession statuses for #Ukraine, #Moldova & #Georgia in May. proper enlargement report expected in Oct. so 6 months to go but working assumption right now: recommendation to start accession talks with & cand status for
ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება სხვადასხვა პრიორიტეტული საკითხი.
დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს.