იოზვიაკი: EU-ს ელჩებმა მწვანე შუქი აანთეს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებაზე

იოზვიაკი: EU-ს ელჩებმა მწვანე შუქი აანთეს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებაზე

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას. მან ამის შესახებ ინფორმაცია X-ზე გაავრცელა.

"ევროკავშირის ელჩებმა დღეს დილით მწვანე შუქი აანთეს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრები ამას ორშაბათს დააფიქსირებენ. უნგრეთი და სლოვაკეთი წინააღმდეგ მისცემს ხმას, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან კვალიფიციური უმრავლესობა არის", - წერს იოზვიაკი.