მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით კომენტარის კეთება სცდება ჩემი მანდატის ფარგლებს ამ შემთხვევაში. მე შემიძლია ვისაუბრო იმ რეკომენდაციებზე, იმ პრობლემებზე, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით მთელი ამ წლების მანძილზე სახალხო დამცველს და მათ შორის მეც, როგორც თავის დროზე პარლამენტის წევრს გაგვაჩნდა, რაც დაკავშირებული იყო მათ შორის იუსტიციის სკოლის ფორმირებასთან, იუსტიციის საბჭოს ფორმირებასთან, იუსტიციის სკოლის გამიჯვნასთან, თვითონ გამჭვირვალობის პროცესის შემოღებასთან და ა.შ. ეს არის რეკომენდაციების ძირითადი ჩამონათვალი, რაზეც მათ შორის პარლამენტში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ყოველთვის აკეთებდა აქცენტირებას.
განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა.
5 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესამიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს.