მოგეხსენებათ, რომ ესაა პოლიტიკური პროცესი, სადაც მხარეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქე თვალს ვადევნებ ამ ყველაფერს, მაგრამ ამ საქმეს წარდგინების შემდეგ განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო. ყველანი უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მერე უნდა გაკეთდეს შეფასებები. თუმცა ჩვენი მხრიდან, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოყვება, რადგან ეს არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომელზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს.
განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პორცედურასთან დაკავშირებით.