რუსული კანონის მოწინააღმდეგე ბიზნესმენი და აქტივისტი თავისუფალია. ბაბაევის საქმეზე, კლანისგან დამოუკიდებელმა მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ დაუშვებლად ცნო პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება. ბაბაევი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავებიან, განაჩენს პროკურატურა ასაჩივრებს. ირკვევა, რომ ბაბაევი დევნას ელოდებოდა, ამიტომ ავტომობილში კამერები დაამონტაჟა. ამბობს, რომ არსებობს ჩანაწერიც, თუ როგორ ჩაუდეს სამართალდამცველებმა იარაღი. ბაბაევი ნაცემია.