ევროპელი ლიდერები კი მკაფიოდ ამბობენ, რას ელოდებიან დეოლიგარქიზაციის კანონისგან და რა აფერხებს საქართველოს ევროპულ გზაზე. ფორმულა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა. ურმას რეინსალუ ამბობს, რომ ზეწოლა მედიაზე, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემები მთავარი გამოწვევაა.