ინგუშეთში პოლიციამ შეიარაღებული შეტაკებისას 6 ადამიანი მოკლა

ინგუშეთში პოლიციამ შეიარაღებული შეტაკებისას 6 ადამიანი მოკლა

რუსეთის რეგიონული ოპერატიული შტაბის ცნობით, ინგუშეთის ქალაქ კარაბულაკში პოლიციამ შეიარაღებული შეტაკებისას 6 ადამიანი მოკლა.

ცნობილია, რომ ქალაქში დროებით გამოცხადებული იყო ე.წ. კონტრტერორისტული ოპერაციის, რეჟიმი, რომელიც ამ დროისთვის, უკვე გაუქმებულია.

ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, ეს იყო "ბოევიკების ჯგუფი, რომელიც გახმაურებული ტერორისტული დანაშაულის ჩადენას განიზრახავდა".

მათივე ცნობით, დაკავების მცდელობისას "ბოევიკებმა" პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს. ირკვევა, რომ კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოხერხდა.

მოსკოვის დროით 11:15 საათზე ოფიციალურმა პირებმა ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადეს.