![ტრამპი: სავარაუდოდ, მომავალ კვირას პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/2983a39c-2eb6-4d0f-8308-a1ca015c8d86.jpg)
ინდოეთში, სამგზავრო ავტობუსი ფერდობიდან გადავარდა, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. დაშავებულების ნაწილმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ავტობუსი 250 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქვეყნის მთიან რაიონში მოხდა.
მომხდარს ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაღუპულების და დაშავებულების ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდიან.