ინდოეთში, ავტობუსი ამოტრიალდა და ხეობაში გადავარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში სულ 42 ადამიანი იმყოფებოდა. 6 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტობუსი გარხვალადან ქალაქ რამნაგარში გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.