
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მალაიზიაში, რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მხარეებს შორის შედგა "გახსნილი და მნიშვნელოვანი საუბარი" უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.
რუბიოს თქმით, ვაშინგტონისთვის აუცილებელია დაინახოს "სამოქმედო გეგმა", თუ როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთის ომი უკრაინაში.
"დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია, რომ რუსეთის მხრიდან მეტ მოქნილობას ვერ ვხედავთ", – აღნიშნა რუბიომ, – „ვაცნობიერებთ, რომ ასეთ პროცესებს დრო და მოთმინება სჭირდება, თუმცა იმედგაცრუებულები ვართ, რომ პროგრესი არ შეიმჩნევა.“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მხარემ მოლაპარაკებებისას „ახალი და განსხვავებული მიდგომა“ წარმოადგინა, თუმცა მისი შინაარსი ჯერ საჯაროდ არ გაუხმაურებია.
"ამ ინიციატივას მშვიდობის გარანტიად ვერ შევაფასებდი, მაგრამ ეს კონცეფციაა, რომელსაც დღესვე წარვუდგენ პრეზიდენტს“, – დასძინა რუბიომ.