ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი გამოეხმაურა სანქცირებული მოსამართლეების მხრიდან აშშ-ისადმი ბრალდებებს და მოსამართლეებს მოუწოდებს "იქნებ, ეცადათ, არ იყვნენ კორუმპირებულები".
"ან - და მოთმინებით მოისმინეთ მოსამართლეებო, ქართველი ერისგან -ნუ იქნებით კორუმპირებულები... იქნებ ეს გეცადათ? ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთესს ვიდრე ეს პროპაგანდაა რუსების პირიდან" - წერს ადამ კინზინგერი.
OR- and bear with me here judges from the Nation of Georgia- stop being corrupt… maybe try that?
The people of Georgia deserve better than this propoganda from the mouth of Russians pic.twitter.com/xcp99jVliq
5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა და ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. მოსამართლე ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზეა. რაც შეეხება ვალერიან ცერცვაძეს, ის რამდენიმე წელია სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს.