იერიშები რუსეთზე - ომის 722-ე დღე

იერიშები რუსეთზე - ომის 722-ე დღე

უკრაინის საზღვართან მდებარე რუსეთის ქალაქი ბელგოროდი სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა. დანგრეულია სავაჭრო შენობა და საცხოვრებელი სახლები. არის მსხვერპლი. იერიშებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ უკრაინის გენერალურ შტაბში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებენ. ბელგოროდზე იერიშები უკრაინაში მასირებული დაბომბვის შემდეგ განხორციელდა.