იაპონიასთან შეთანხმების ფარგლებში, უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან $3 მილიარდი გადაეცემა

იაპონიასთან შეთანხმების ფარგლებში, უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან $3 მილიარდი გადაეცემა

უკრაინამ იაპონიასთან მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც კიევს გაყინული რუსული აქტივებიდან 3 მილიარდი დოლარი გადაეცემა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრი დენის შმიჰალი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, აღნიშნული თანხები ERA ინიციატივის ფარგლებში გამოიყოფა და მიმართული იქნება "ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების, უკრაინის რეკონსტრუქციისა და განვითარებისკენ".

ცნობილია, რომ იმავე მექანიზმის საშუალებით, უკრაინა 50 მილიარდი დოლარის მოზიდვას შეძლებს.

"მადლობა ჩვენს პარტნიორებს დიდი შვიდეულიდან და ევროკავშირიდან ისეთი ინსტრუმენტის შესაქმნელად, რომელიც რუსეთს აიძულებს გადაიხადოს მის მიერ მიყენებული ზარალი", - წერს შმიჰალი.