იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მოქალაქეების ნაწილის ნანგრევებიდან ამოყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
მიწისძვრამ იაპონიაში გაანადგურა გზები და საკომუნიკაციო სისტემები. სამაშველო სამუშაოები რთულად მიმდინარეობს, ასევე, პრობლემაა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაც ევაკუირებული მოსახლეობისთვის.
***
ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მიწისძვრა პირველ იანვარს მოხდა, სიმძლავრემ 7.6 მაგნიტუდას მიაღწია.
ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიებზე, კერძოდ, ნოტოსა და იშიკავას პრეფექტურაში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. იაპონიის პრემიერმინისტრმა ცუნამის რისკის ქვეშ არსებული ტერიტორიების მცხოვრებლებს ევაკუაციის დაწყებისკენ მოუწოდა.