იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. BBC წერს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.
ბიძგების სიმძლავრემ 7.6 მაგნიტუდას მიაღწია.
ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიებზე, კერძოდ, ნოტოსა და იშიკავას პრეფექტურაში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. იაპონიის პრემიერმინისტრმა ცუნამის რისკის ქვეშ არსებული ტერიტორიების მცხოვრებლებს ევაკუაციის დაწყებისკენ მოუწოდა.