იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 92-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 242 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, ხოლო 40 ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოყოლილი.
სამაშველო სამუშაოებისთვის 4 600 სამხედროა მობილიზებული, რომლებიც პოლიციელებსა და მეხანძრე-მაშველებს ეხმარებიან. დაახლოებით 10 დასახლებული პუნქტი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.
მიწისძვრამ იაპონიაში გაანადგურა გზები და საკომუნიკაციო სისტემები. სამაშველო სამუშაოები რთულად მიმდინარეობს, ასევე, პრობლემაა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაც ევაკუირებული მოსახლეობისთვის.
***
ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მიწისძვრა პირველ იანვარს მოხდა, სიმძლავრემ 7.6 მაგნიტუდას მიაღწია.
ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიებზე, კერძოდ, ნოტოსა და იშიკავას პრეფექტურაში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. იაპონიის პრემიერმინისტრმა ცუნამის რისკის ქვეშ არსებული ტერიტორიების მცხოვრებლებს ევაკუაციის დაწყებისკენ მოუწოდა.