იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 168-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 323 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მიწისძვრა 1-ელ იანვარს მოხდა, სიმძლავრემ 7.6 მაგნიტუდას მიაღწია.
მიწისძვრის გამო ელექტროენერგიის მიწოდება ათასობით ადამიანს შეუწყდა. ასევე, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში გადაიდო ფრენები და შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა.