იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა. ინფორმაციას CNN იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მიწისძვრა პირველ იანვარს მოხდა, სიმძლავრემ 7.6 მაგნიტუდას მიაღწია.
ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიებზე, კერძოდ, ნოტოსა და იშიკავას პრეფექტურაში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. იაპონიის პრემიერმინისტრმა ცუნამის რისკის ქვეშ არსებული ტერიტორიების მცხოვრებლებს ევაკუაციის დაწყებისკენ მოუწოდა.