იაპონიამ უკრაინას 100 სამხედრო მანქანა გადასცა. განცხადება იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული საგანგებო ცერემონიისას გააკეთეს.
ღონისძიებას ესწრებოდა უკრაინის ელჩი იაპონიაში, სერგეი კორსუნსკი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინა ტოკიოსგან სამხედრო მანქანებს იღებს. გადაწყვეტილება ჰიროსიმაში, დიდი შვიდეულის სამიტის შემდეგ მიიღეს.
სამიტზე, იაპონიის პრემიერმინისტრ ფუმიო კიშიდასთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაპირება მიიღო, რომ იაპონია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტი 19-21 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. სამიტის პირველ დღეს, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.