ჰოჯესი: აშშ და უკრაინა რასაც აკეთებს, ეს არ ზრდის საქართველოს ომში ჩართვის ალბათობას

საუკეთესო შანსი, რაც საქართველოს აქვს, რომ შეინარჩუნოს მშვიდობა და კეთილდღეობა არის უკრაინის გამარჯვება. უკრაინამ უნდა დაამარცხოს რუსეთი, რომ 1991 წლის საზღვრებს დაუბრუნოს რუსეთი.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი წარმატებულად შეინარჩუნებს არალეგალურად ოკუპირებულ ტერიტორიებს უკრაინაში, მაშინ აბსოლუტურად არ გაქვთ შანსი, რომ ცხინვალი და აფხაზეთი დაუბრუნდება საქართველოს. მე ნამდვილად მწამს, რომ ეს უნდა იყოს საქართველოს მთავარი ინტერესი.

აშშ და უკრაინა რასაც აკეთებს, ეს ნამდვილად არ ზრდის საქართველოს ომში ჩართვის ალბათობას.

მე არ ვეთანხმები იმ განცხადებებს, რაც გაკეთდა აშშ-ის ელჩის მიმართ, რომ ის ვითომ მოუწოდებს საქართველოს არასწორი გზით სვლისკენ. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ძალისხმევას დაუჭიროთ მხარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ითრევს საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში. საქართველოს მომავალი დაკავშირებულია დასავლეთთან. ეკონომიკური ინვესტიციები რაც შემოდის საქართველოში, შემოდის დასავლეთიდან.

თქვა აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ფორმულას გადაცემა პოლიტმეტრში.