70 წლის წინ წინ დამოუკიდებელმა, სუვერენულმა და თავისუფალმა ევროპულმა ერებმა გადაწყვიტეს, გააერთიანებინათ ძალები და ესაუბრათ ერთხმად იმისთვის, რომ დაეცვათ მშვიდობა, კეთილდღეობა და თავისუფლება ევროპაში. ამ ეტაპზე, ჩვენ გვყავს 27 წევრი სახელმწიფო და ევროპელმა ლიდერებმა ევროპის გაფართოება გადაწყვიტეს - ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი საქართველოა. საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც ნამდვილად ისტორიული მიღწევა იყო და ჩვენ ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს იმის მიხედვით, როგორ განხორციელდება რეფორმები საქართველოში.
განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.