მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში ამ ისტორიულ მომენტში. საქართველომ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე შეეტანა განაცხადი. 27-მა ევროკავშირის წევრმა გადაწყვიტა, რომ მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა. ქვეყანა მუშაობს იმაზე, რომ ევროკავშირის 12 პრიორიტეტი განახორციელოს, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და ჩვენ ამას წლის ბოლოს შევაფასებთ და 27 წევრი დეკემბერში გადაწყვეტს შემდეგ ნაბიჯებს. მე ვიმედოვნებ, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება და ვიმედოვნებ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, იმ შემთხვევაშიც თუ კი ეს მოხდება, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობისთვის და კიდევ ბევრი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი. ჩვენ, ევროკავშირის დელეგაცია, აქ ვიმყოფებით, რომ გვერდით დავუდგეთ საქართველოს ამ გზაზე და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება და ეს უზარმაზარ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, ევროკავშირის წევრობა ნიშნავს სტაბილურობას, მშვიდობას, კეთილდღეობას, ცხოვრების დონის აწევას.
განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან.