
აშშ-ის ჰელსინკის კომისია სენატორ ჯინ შაჰინის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ბაჩიაშვილის გატაცება დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის.
კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნება ცდილობს ყველას გაჩუმებას ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის. ასევე ხაზგასმულია მოწოდება პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ.
"200-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა ყველას ესხმის თავს, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს. ეს [გიორგი ბაჩიაშვილის გატაცება] ამის კიდევ ერთი მაგალითია. "ქართული ოცნების" მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი", - აცხადებს ჰელსინკის კომისია