ჰელსინკის კომისია: მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მომავალს

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ქართველმა ხალხმა აჩვენა თავისი ერთგულება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი.

ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, აირჩიონ ლიდერები დემოკრატიულად და საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, დამოუკიდებელი დამკვირვებლების მონიტორინგით და პოლიტიკური ოპოზიციის დაშვებით, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა.

მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მომავალს და ქართველი ხალხის ღრმა ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ნათქვამია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.